23 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე გრანდ სლემზე ორი ძიუდოისტი უნდა ჩართულიყო, თუმცა ტატამაზე მხოლოდ ერთი მათგანი გავიდა.
66კგ-ში ზედიზედ ორი ტურნირის მომგები ვაჟა მარგველაშვილი 1/4-ფინალამდე მივიდა, სადაც დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
იქ კი ჩვენებური რუს ისლამ ხამეტოვს დაეჭიდა, რომელთანაც წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
ტატამზე არ გამოჩენილა 60კგ-ში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ტრავმა უნდა იყოს.
ოსაკის გრანდ სლემზე კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. ხვალ კი ტატამზე ლაშა შავდათუაშვილსა და ნუგზარ ტატალაშვილს ვიხილავთ.